Ice Cream



ნაყინი — გამაგრილებელი სადესერტო საკვები პროდუქტი. აქვს სასიამოვნო გემო, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პროდუქტები (რძე, ნაღები, კარაქი , მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები (აგარი, ჟელატინი) და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა. ნედლეულისაგან განსაზღვრული რეზეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ. ნაყინის ტემპერატურაა — 4-5 °C. „რბილ“ ნაყინს დაფასოებისა და ფორმირების შემდეგ კვლავ ყინავენ („წრთობენ“) — 10, — 20 °C-მდე.



Ice Cream



ისტორიკოსები თვლიან, რომ ნაყინი 5000 წ-ზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები. 3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებენ. ყინულსა და თოვლს ურევდნენ ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმნის ნაჭრებს ამატებდნენ. რეცეპტები და შენახვის პირობები ახ. წ. XVI საუკუნეში „ში–კინგის“ წიგნში გაამხილეს. ისრაელის მეფის სოლომონის წერილებში აღწერილია შენახვა გაციებული წვენების, მოსავლის აღებისას. გაციებულ ღვინოს, წვენებს და რძის პროდუქტებს იყენებდნენ ძველი ბერძნები. ჰიპოკრატე ხალხს ურჩევდა მიეღოთ ნაყინი დაავადების დროს. ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინით გაუმასპინძლდნენ ინდოეთისა და სპარსეთის ლაშქრობისას. მაშინ გამოიგონეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ. მაშინვე დაიწყეს წყალში ხილის, ღვინის, თაფლის და რძის დამატება. ანტიკურ რომში თოვლს იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად. აპიციმ, ცნობილმა რომაელმა გურმანმა, თავის წიგნში აღწერა გამაგრილებელი სასმელების დამზადება. ნერონი თავის ჭამას ცივი დესერტების მირთმევით ამთავრებდა, მთის ყინულს უმატებდნენ ხილს. მის დასამზადებლად იყენებდნენ ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს. სპეციალურად შენდებოდა ყინულის სარდაფები. სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, 1040 წელს წერდა, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად. XVIII საუკუნის დასასრულს. ძველ რუსეთში გაყინული რძე ეროვნულ კერძად ითვლებოდა. წვრილად დაჭრილი გაყინული რძე სუფრას ამშვენებდა.



Ice Cream


არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. მან ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა. პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. მათ გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოვებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე.
პირველი თანამედროვე ნაყინის დამზადება, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე „Tortoni“-ში.
თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო. დღეისათვის, ნაყინს ამზადებენ სპეციალურ ფრიზერებში (საყინულეებში), წარმადობა 1-15 კგ საათამდე გრძელდება. უფრო დიდი რაოდენობით ნაყინის დამზადება შესაძლებელია ყინულის კომბინატებში.


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream


Ice Cream